საქართველოს ტექბოლის ფედერაცია

შესახებ

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია

ტექბოლი სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა 2012 წელს, უნგრეთში. წლების განმავლობაში, ტექბოლის პოპულარობა გაიზარდა და 2021 წელს ელოდება ოლიმპიური სპორტის სახეობის სტატუსის მიღებას. ტექბოლის პოპულარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა საფეხბურთო ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან რონალდინიო, კარლეს პუიოლი და სხვები. საქართველოში ტექბოლმა ადგილი დაიმკვიდრა 2020 წელს და ძმები არველაძეების ფონდის დახმარებით სპორტის ეს სახეობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2021 წელს მოხდა მისი ოფიციალური წარდგენა. ამავე წლიდან, აჭარაბეთი გახდა ტექბოლის ოფიციალური მხარდამჭერი.